ინფორმაციის მოსაძიებლად გამოვიყენე წყაროები:
იაკობ ახუაშვილი წიგნი ,,ქართული გვარ-სახელები'' ტომი I,II და IV.
დავითაშვილი თავად-აზნაურული საგვარეულო, ბაგრატიონთა შტო-გვარია.დღეს თითქმის იშვიათია გვარი ბაგრატიონ-დავითაშვილი.მიღებული ვაუჩერების მიხედვით მხოლოდ 72 აღირიცხა.არცერთი მათგანი არ მოხვდა კახეთში, არადა ბაგრატიონ-დავითაშვილები სწორედ კახეთის მეფე გიორგის ძმა დიმიტრი ბატონიშვილისგან იღებენ სათავეს.მისმა ორმა ვაჟმა დავითმა და რამაზიმ აწარმოეს გვარები: ბაგრატიონ-დავითაშვილი და ბაგრატიონ-რამაზაშვილი.აქა-იქ ჩანს გვარი ბაგრატიონ-დავითაშვილი,სამაგიეროდ მრავალრიცხოვანია დავითაშვილი.თბილისში ვაუჩერი აუღია 1668 დავითაშვილს.
დავითაშვილ/დავითაშვილებს, ისე როგორც არაერთ ქართველ თავადაზნაურულ გვარს ჰქონდა შტო-გვარი(სახინჯო).კერძოდ მათი სახინჯო იყო:ზაალისშვილი,ელიზბარაშვილი,შანშეშვილი,ლეონისშვილი...
რუსეთის მთავრობას თავადებად შეუტანია დავითაშვილი-ბაგრატიონი.
ვახუშტი ბაგრატიონი წერს:,,...ჩხეიძე მოვიდა იმერეთიდან,ხოლო რამაზის-შვილი და დავითის-შვილი არიან ავ-გიორგის ძმის დიმიტრისგან,რომელი არჩენა მეფემან და არიან მიერითგან აქა."
დავითაშვილების და ბაღდასარაშვილების გვარის ფუძე ნონიაშვილი იყო.დღესდღეობით საქართველოში დავითაშვილების გვარის მატარებელი ადამიანების სტატისტიკური მაჩვენებელი არის 3590კაცი.აქედან:თბილისში 1668 კაცი,თეთრიწყაროში 213 კაცი და გორში 197კაცი.
No comments:
Post a Comment