Monday, 10 February 2014

რამოდენიმე დღის წინ ვიყავი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მოვიძიე მცირედი ინფორმაცია ჩემი გვარის შესახებ.
ინფორმაციის მოსაძიებლად გამოვიყენე წყაროები:
იაკობ ახუაშვილი წიგნი ,,ქართული გვარ-სახელები'' ტომი I,II და IV.


დავითაშვილი თავად-აზნაურული საგვარეულო, ბაგრატიონთა შტო-გვარია.დღეს თითქმის იშვიათია გვარი ბაგრატიონ-დავითაშვილი.მიღებული ვაუჩერების მიხედვით მხოლოდ 72 აღირიცხა.არცერთი მათგანი არ მოხვდა კახეთში, არადა ბაგრატიონ-დავითაშვილები სწორედ კახეთის მეფე გიორგის ძმა დიმიტრი ბატონიშვილისგან იღებენ სათავეს.მისმა ორმა ვაჟმა დავითმა და რამაზიმ აწარმოეს გვარები: ბაგრატიონ-დავითაშვილი და ბაგრატიონ-რამაზაშვილი.აქა-იქ  ჩანს გვარი ბაგრატიონ-დავითაშვილი,სამაგიეროდ მრავალრიცხოვანია დავითაშვილი.თბილისში ვაუჩერი აუღია 1668 დავითაშვილს.
დავითაშვილ/დავითაშვილებს, ისე როგორც არაერთ ქართველ თავადაზნაურულ გვარს ჰქონდა შტო-გვარი(სახინჯო).კერძოდ მათი სახინჯო იყო:ზაალისშვილი,ელიზბარაშვილი,შანშეშვილი,ლეონისშვილი...
რუსეთის მთავრობას თავადებად შეუტანია დავითაშვილი-ბაგრატიონი.
ვახუშტი ბაგრატიონი წერს:,,...ჩხეიძე მოვიდა იმერეთიდან,ხოლო რამაზის-შვილი და დავითის-შვილი არიან ავ-გიორგის ძმის დიმიტრისგან,რომელი არჩენა მეფემან და არიან მიერითგან აქა."
დავითაშვილების და ბაღდასარაშვილების გვარის ფუძე ნონიაშვილი იყო.დღესდღეობით საქართველოში დავითაშვილების გვარის მატარებელი ადამიანების სტატისტიკური მაჩვენებელი არის 3590კაცი.აქედან:თბილისში 1668 კაცი,თეთრიწყაროში 213 კაცი  და გორში 197კაცი.

Friday, 31 January 2014

ბაგრატიონები — საქართველოს სამეფო დინასტია ახ. წელთაღრიცხვით 575 (809) — 1810 წლებში. ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის) პროვინციიდან იყვნენ.ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ საგვარეულოს სათავე დაუდო ბივრიტიანთა (ბივრატიანთა) ფეოდალურმა საგვარეულომ (ბივრიტიანები ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნიდან განაგებდნენ ოძრხეს საერისთავოს).ბაგრატიონთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო ქართლის პირველი ერისმთავარი 575-590 წლებში გუარამ I კურაპალატი. გვარი წარმოშობილი უნდა იყოს გუარამის მამის, ბივრიტიანთა სამთავრო სახლის წარმომადგენლის - ბაგრატისაგან. გუარამის პაპა (დედის მხრიდან) იყო მეფე ვახტანგ გორგასალი. ვინაიდან, გუარამი იყო ქართლის პირველი ერისმთავარი (რაც, რეალურად, ტოლფასი იყო ქართლის მეფობისა), ბაგრატიონთა დინასტიის ისტორიის საწყის თარიღად შეიძლება ჩაითვალოს 575 წელი (ნაცვლად 809წლისა, როგორც მიუთითებს ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი). გუარამის გარდა ქართლის ერისმთავრებიდან ბაგრატიონთა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ სტეფანოზ I (590-605) დააშოტ I კურაპალატი (786-809).ბაგრატიონ-დავითაშვილები ბაგრატიონების სამეფო დინასტიის კახური განშტოების წარმომადგენლები არიან.კახელი ბაგრატიონები გიორგი VIII-ის გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი, ხოლო კახეთის პირველი მეფის შთამომავლები არიან.ალექსანდრე I-ის ვაჟმა გიორგი II-მ მოკლა მამამისი და დააბრმავა ძმა დემეტრე.ბაგრატიონ-დავითაშვილები დემეტრეს ვაჟის უფლისწული დავითის შთამომავლები არიან.ისინი გადმოვიდნენ ქართლში რუსეთის მიერ საქართველოს ანექსირებამდე.დღეისთვის ისინი ძირითადად სახლობენ ქართლში.ბაგრატიონთა დაგვარეულო დინასტიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიასა და ქვეყნის განვითარებაში. მათი მოღვაწობა და მმართველობა დაკავშირებულია საქართველოს ათ საუკუნოვან პერიოდთან, რომელიც მოიცავს IX-XIX საუკუნეებს. პირობითად მიღებულია 888 წელი. ისინი  მეტ–ნაკლები წარმატებით იბრძოდნენ აღმავალი განვითარების, თავისუფლებისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის.                                                             
არსებობს ორი ლეგენდა, ერთ–ერთის თანახმად სპარსეთის სამეფოს დიდგვაროვანი ბაგრატიდები სპარსეთის მეფის სატრაპები იყვნენ ამიერ კავკასიაში.
მეორე ლეგენდა კი გვამცნობს, რომ ბაგრატიონებს ბიბლიური მეფის, სიბრძნით გამორჩეული დავითის შთამომავლებად მიიჩნევს. მისი ძე– გურამი ქრისტიანი ყოფილა, ის თავის ძმებთან ერთად ჩასულა საქართველოში და დიდი დინასტია დაუარსებია. სწორედ გურამის შვილის, ბაგრატის სახელის საპატივცემულოდ, საქართველოს მეფეთა დინასტიას 575 წლიდან ბაგრატიონების დინასტია ეწოდა.
ბაგრატიონები სამეფო გვარად ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს ნებით იქცნენ. XV საუკუნის ბოლოს ერთიანი საქართველოს გახლეჩვის შედეგად, საქართველო სამ სამეფოდ იშლება: ქართლის, იმერეთისა და კახეთის სამეფოებად და ბაგრატიონთა ერთიან სახლშიც სამი განშტოება ჩნდება, საქართველოს სამივე ნაწილის მმართველი–მეფედ, მიწა კი– სამეფოდ იწოდება.
საქართველოში ბაგრატიონები განსაკუთრებით დაწინაურდნენ VIII ს–ის ბოლოს ტაო–კლაეჯეთში და ორი მხარის ტაოს და კლარჯეთის ორ მთავარ შტოდ ჩამოყალიბებულან. ტაოს ბაგრატიონებიდან ვინც ქართველთა მეფის წოდება მიიღო ადარნასე II კურაპალატი იყო და ამ ფაქტის აღსანიშნავად ისტორიკოსები სამ თარიღს 888, 897, 899 წლებს ასახელებენ. კლარჯეთის ბაგრატიონები XI ს–ის დასაწყისში ამოწყდა და სავარაუდოდ ისინი გაანადგურეს ტაოს ბაგრატიოენბმა.ტაოს ბაგრატიონთა შტოდან გვევლინება გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III.
ბაგრატიონთა სამეფო გვარის კულტი მარტო მონარქიული ლეგიტიმიზმის საფუძველზე როდი გაჩნდა, მის დამკვიდრებაში დიდი როლი შეასრულეს ამ გვარის ცალკეულ წარმომადგენელთა პირადმა ღირსებებმა, ქართველები ვერ ივიწყებდნენ ბაგრატ III, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალის და ეროვნული შარავანდედით მოსილი სხვა მეფე– სარდლების დამსახურებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ბაგრატიონების სამეფო გვარიდან წარმოდგა რუსეთში ცნობილი გრუზინსკების და იმერტინსკების გვარები, რომელთა წარმომადგენლები რუსული კულტურის მშენებლობაში, პოლიტიკაში და სამხედრო საქმეში დიდ როლს თამაშობდნენ.